გია შარვაშიძე:  თუ რამე ფაქტი არსებობს იმისა, რომ ზეწოლაა, კარგი იქნება, თქვან

გია შარვაშიძე: თუ რამე ფაქტი არსებობს იმისა, რომ ზეწოლაა, კარგი იქნება, თქვან

გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და თუ რამე ფაქტი არსებობს, რომ ზეწოლაა, კარგი იქნება, ამ ხალხმა თქვას, - ამის შესახებ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა გია შარვაშიძემ იმ ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც განათლების მინისტროს ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლას ახდენს.

”გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და თუ რამე ფაქტი არსებობს იმისა, რომ ზეწოლაა, კარგი იქნება ამ ხალხმა თქვას. აკადემიურმა საბჭომ აკადემიურ და მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს კვალიფიციური გადაწყვეტილება, გამომდინარე იმ პოზიციებიდან, იმ ხედვებიდან და კონცეფციებიდან, რომელიც აქვთ კანდიდატებს”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია შარვაშიძემ.

სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115”-ის წევრები გია შარვაშიძის სასარგებლოდ აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლაზე საუბრობენ. მათი აზრით, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის კანდიდატურას ხელისუფლება ლობირებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე