ზურაბ ადეიშვილი ჩემთან პირად საუბრებში მათი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ღიად საუბრობდა

ზურაბ ადეიშვილი ჩემთან პირად საუბრებში მათი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ღიად საუბრობდა

ზურაბ ადეიშვილი ჩემთან პირად საუბრებში მათი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ღიად საუბრობდა, - აღნიშნულის შესახებ, ადეიშვილის გუნდის ყოფილმა წევრმა, ამჟამად კი ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კიზირიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, უკრაინაში რეფორმების გატარება განხორციელდა. 

”სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ერთად ვმუშაობდით უკრაინაში, უკრაინის მთავრობის მიწვევით, სხვადასხვა რეფორმებზე, სხვადასხვა კუთხით, მაგრამ გვიწევდა თანამშრომლობა. ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს თუ სწორედ იქნებოდა გააზრებული, თავისი ნაკლოვანებებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში დანაშაულებებში გადაიზარდა. ამას პირად საუბრებში ერთმანეთს ვეუბნებოდით. გარკვეული იდეები, რომელსაც უკრაინაში ვახორციელებდით, იყო ამ პრობლემების გამო, მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ადეიშვილი ახლა არ არის უკრაინაში, ერთად გავაკეთეთ ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც ერთადერთია და იბრძვის უკრაინაში”,- განაცხადა დავით კაზირიამ.