2016 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა თანამედროვე ტექნიკური რეგლამენტი "შენობა-ნაგებობისუსაფრთხოების წესები", რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვარს და ჩაანაცვლებს გარკვეულ ნაწილში საბჭოთა ნორმებს დაწესებს. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების, გასასვლელისაშუალებების და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.
ტექნიკური რეგლამენტის უკეთ დანერგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა "მმართველობა განვითარებისათვის" მხარდაჭერით ხორციელდება "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის პროექტი", რომელსაც ახორციელებს ა.ი.პ. „შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი - საქართველო“.
პროექტის ფარგლებში დატრენინგდება მშენებლობის ნებართვის გამცემი და მშენებლობაზე ზედამხედველობისგანმახორციელებელი სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ახალი წესების მიხედვით მუშავდება სანიმუშო სამშენებლო დოკუმენტის პროექტები სხვადასხვა ფუნქციის შენობისთვის, რომლებიც გადაეცემათ მუნიციპალიტეტებს.
13-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ყვარელსა და ქუთაისში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის პირველი ფაზა, შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის. ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავს მომზადდეს ტრენერთა ჯგუფი, რომელიც მომავალში შეძლებს საჯარო მოხელეთა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა დატრენინგებას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებზე.
ტექნიკური რეგლამენტის დანერგვის კუთხით კრიტიკულია თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების აქტიური ჩართულობა პროექტის ძირითად აქტივობებში. ამ ეტაპზე 19-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ტრენინგების პირველი ფაზა (სამი, ორ დღიანი ტრენინგი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომელთათვის.