თურქეთში 27 000-ზე მეტი მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, 9 465-ს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს

თურქეთში 27 000-ზე მეტი მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, 9 465-ს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს

თურქეთში 27 000-ზე მეტი მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, კიდევ 9 465-ს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერეს. 
როგორც Hurriyet Daily News-ი წერს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეთინ ჩანიკლიმ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ზომა შეეხო იმ მასწავლებლებს, რომლებიც თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. 
ვიცე-პრემიერის ცნობით, დათხოვნილ მასწავლებლებს 10 ოქტომბრამდე 20 000 ახალი მასწავლებელი ჩაანაცვლებს.