გაერო-მ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა

გაერო-მ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა

გაერო-მ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ოპერაცია შეაჩერა. „ბიბისი“-ს ცნობით, ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოსთან გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა.
როგორც გაერო-ში აღნიშნეს, ყველა მხარე, მათ შორის რუსეთი და აშშ წინასწარ იყო გაფრთხილებული კოლონის მარშრუტის და მისიის შესახებ.
სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მონაცემებით, ავიადარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰუმანიტარული კოლონის სატვირთო მანქანების მძღოლები და სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომლები.
როგორც გაერო-ს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიენმა განაცხადა, თუ დადასტურდა, რომ ავიადარტყმა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების წინაააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდეა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება. სტივენ ობრაიენს თქმით, საჭიროა მომხდარის გამოძიება.