„რესპუბლიკური პარტიის” წევრ დავით ზურაბიშვილს “ეროვნული ფორუმის” ლიდერ გუბაზ სანიკიძის ინიციატივა, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ყოფილი წევრები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ “ქურდული სხადნიაკის” ასოციაციას უჩენს, - ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ კოალიციის ყოფილი წევრები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს უნდა შეხვდნენ.
”არ ვიცი ქურდული სხადნიაკის ასოციაცია გამიჩნდა. ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ ასეთი შეხვედრისას. მოგეხსენებათ პოლიტიკაში კულუარული შეხვედრები ხდება, მაგრამ მთავარია ის, თუ როგორი განცხადებები კეთდება ღიად. საჯაროდ გაკეთებული განცხადება უკვე ნათქვამია და უკან ვერ წაიღებ. ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
“ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე ინიციატივით გამოვიდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ”ქართული ოცნების” ყოფილ ლიდერებს დავით უსუფაშვილს, ირაკლი ალასანიას, კახაბერ შარტავას შეხვდეს.