გამოკვეთილია ორი პარტიის ინტერესი, რომელიც დემურ სტურუას საქმით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს, - ამის შესახებ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანამდე ბრალდებული ყოფილი პოლიციელის გოდერძი თევზაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ლედი ტუკვაძემ აღნიშნა, ამ პარტიებს არ აქვთ ძლიერი პოზიციები და ამიტომ ცდილობენ ამ საქმით წინასააჩევნოდ პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ.
”აქ არ ვგულისხმობთ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“. ხშირად მისვავენ კითხვას ”ნაციონალური მოძრაობის” შესახებ, თუმცა მე მათ წარმომადგენლებზე ინფორმაცია არ მაქვს, რომ ამას აკეთებენ. გამოკვეთილია ძალიან 2 პარტიის ინტერესი, რომლებსაც ჩვენ ამ დღებში აუცილებალდ დავასახელებთ. ამ პარტიებს არ აქვთ ძლიერი პოზიციები და ამ საქმით ცდილობენ რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერას. ეს ძალიან ცუდია”, - განაცხადა გოდერძი თევზაძის ადვოკატმა.
მისივე თქმით, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმე შოუებში არ უნდა ირჩეოდეს, არამედ ეს სუფთა სამართლებრივი საქმეა.