დავით ზურაბიშვილი - არ შეიძლება, რომ მართლმადიდებელი რელიგია იყოს არბიტრი სხვა რელიგიებთან ურთიერთობაში

დავით ზურაბიშვილი - არ შეიძლება, რომ მართლმადიდებელი რელიგია იყოს არბიტრი სხვა რელიგიებთან ურთიერთობაში

არ შეიძლება, რომ მართლმადიდებელი რელიგია იყოს არბიტრი სხვა რელიგიებთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ზურაბიშვილმა რელიგიურ გაერთიანებებთან შეხვედრისას განაცხადა. 
ზურაბიშვილის თქმით, არ არის სწორი, როცა ერთ კონფესიას აბარებ სხვებთან ურთიერთობას და სახელმწიფო თავად უნდა ურთიერთობდეს კონფესიებთან. 
საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ რელიგიურ კონფესიებთან ურთიერთობა უნდა იყოს თანაბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი შეფასებით, სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება. 
დავით ზურაბიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები საქართველოში უმრავლესობაში იმყოფებიან, არ ნიშნავს, რომ ამ რელიგიას უპირატესობა უნდა ჰქონდეს. 
ამ წუთებში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს საკუთარ ხედვებს აცნობენ.