გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლტოლვილთა საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტზე, ქართული და უკრაინული დელეგაციების წარმომადგენელთა სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის მისამართით „უსაფუძვლო გამოხდომები“ გაისმა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა განაცხადა.
„ამ დარბაზში მოვისმინეთ საქართველოს წარმომადგენელთა განცხადებები, მეზობელ დარბაზში კი უკრაინის წარმომადგენლების. მიგვაჩნია, რომ მათ გამოსვლებში გაისმა უსაფუძლო გამოხდომები რუსეთის მისამართით“, - განაცხადა გატილოვმა ლტოლვილთა საკითხებს მიძღვნილ გაერო-ს სამიტზე.
მისი მოსაზრებით, ამ გზით ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ცდილობენ „შექმნილი სიტუაციისთვის პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ“.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესია გაერო-ს შტაბბინაში, ნიუ-იორკში, 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.