სოციალური დახმარება პოლიტიკური ინსტუმენტი გახდა, როგორც მეცხრე ბლოკი - ხან ითიშება, ხან ირთვება, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც რულოვსმა აღნიშნა, სოციალური დახმარება განახევრებულია. მისივე თქმით, სოციალურ დახმარებას უხსნიან მასთან შეხვედრებზე მისულ ადამიანებსაც.
”სოციალური დახმარება კი არ გაორმაგდა, განახევრდა. დაიწყო 500 000 ადამიანიდან, მაგრამ მერე 2014 წელს უკვე იყო 300 000 ადამიანი. როგორც მეცხრე ბლოკი - ხან ითიშება, ხან ირთვება. ძალიან სამწუხაროა პოლიტიკური ნიშნით მოხსნილი სოციალური დახმარებები. ახლა საარჩევნო პერიოდია და ისევ უნიშნავენ...
სამწუხაროდ, სოციალური დახმარება პოლიტიკური ინსტუმენტი გახდა. ჩემთან შეხვედრებზე მოსულ ხალხს შეიძლება ეს დახმარება მოუხსნან, ასეთ ვითარებაში ვართ დღეს. თვითმიზანი კი არ არის სოციალური დახმარება, ჩვენ გვინდა რომ ნამდვილად დასაქმება იყოს პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ უფრო კარგი შემოსავალი ექნებათ, უფრო კარგად იცხოვრებენ და თვითონ ააწყობენ ცხოვრებას”, - განაცხადა რულოვსმა.