დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. აღნიშნული მისია ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT-ის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანაორგანიზებით ჩატარდა. სხდომას ასევე დაესწრო და მოხსენებით გამოვიდა ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  გიედრიუს პუოჯუნასი.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო მისია ლიტვური კომპანიების მონაწილეობით სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მხარდასაჭერადაა მიმართული. მისი თქმით, ლიტვა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა  საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების მიმართულებით, ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი IT-ინდუსტრიისთვის.   

სავაჭრო მისიაში ლიტვის უმსხვილესი IT-კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც მისიის მსვლელობისას გამოცდილებას გაუზიარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის სამთავრობო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებსაც.