კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს იაპონიის დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრებიან

კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს იაპონიის დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრებიან

18-24 სექტემბერს, „რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით,  კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს JICA-ს დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობენ.

დაგეგმილი ვიზიტების მიზანს იაპონური მხარისთვის  საქართველოს რეგიონების პოტენციალისა და არსებული პრობლემატიკის გაცნობა, ასევე შემდგომი თანამშრომლობისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა  და  ბიზნესკავშირების დამყარების საკითხები წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში განიხილება ისეთი სამომავლო გეგმები, როგორიცაა ადამიანური რესურსების განვითარება ტურიზმისა და აგროკულტურის განხრით, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები და კერძო სექტორთან ურთიერთობის საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ვიზიტის განმავლობაში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის სამუშაო სემინარები  გაიმართება, რომელზეც განიხილება იაპონური მეთოდოლოგია და მაგალითები მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის წახალისებისა და იაპონური მცირე მეღვინეობის თემებზე.