ოფიციალურმა ლონდონმა დაადასტურა, რომ სირიაში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციაში ბრიტანული ავიაციაც მონაწილეობდა

ოფიციალურმა ლონდონმა დაადასტურა, რომ სირიაში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციაში ბრიტანული ავიაციაც მონაწილეობდა

ოფიციალურმა ლონდონმა დაადასტურა, რომ სირიაში განხორციელებულ საჰაერო ოპერაციაში, რომლის შედეგად ასადის არმიის ჯარისკაცები დაიღუპნენ, ბრიტანული ავიაციაც მონაწილეობდა.

როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიდი ბრიტანეთი სირიელ სამხედროებზე დარტყმას მიზანმიმართულად არ მიიტანდა“.

17 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ აშშ -ის ხელმძღვანელობით, სირიის არმიის პოზიციები დაბომბა, რასაც სულ მცირე 60 სამხედრო ემსხვერპლა.

ვაშინგტონში საპასუხოდ განაცხადეს, რომ ავიადარტყმების მიტანა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იგეგმებოდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებამდე, საკუთარი მონაწილეობა აღნიშნულ საჰაერო ოპერაციაში დაადასტურა დანიამ და ავსტრალიამ.