გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გახდა მანიპულაციის მსხვერპლი

გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გახდა მანიპულაციის მსხვერპლი

ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გახდა მანიპულაციის მსხვერპლი, - ამის შესახებ ”სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ტატო ჭულუხაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია.

"მინდა განცხადება გავაკეთო ყველა იმ ახალგაზრდა ლიდერის სახელით, ვინც ემსახურება იდეას - სახელმწოფო ხალხისთვის, დგას და იდგება პაატა ბურჭულაძის გვერდით.

ჩვენ დაარსების პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ და ამ ბრძოლაში ბოლომდე გვერდით ვედგებით პაატა ბურჭულაძეს და მის მიერ დაარსებულ მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი შევძლებთ სიტუაციის შეცვლას და 8 ოქტომრიდან სახელმწიფო ჩადგება ხალხის სამსახურში.

ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ რამდენიმე ახალგაზრდა გახდა მანიპულაციის მსხვერპლი და წინასწარ დაგეგმლილი უნიჭო სპექაკლის ნაწილი. მაგრამ ბოლო დროს, ჩვენი მოძრაობის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლების სერიის შემდეგ, რა თქმა უნდა ის, რომ სუსი შეეცდებოდა გადაეფარა დღეს პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, არავისთვის იყო მოულოდნელი. ჩვენთვის ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ გიორგი თაქთაქიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჰყავს ახლო ნათესავები.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თითოეულ ჩვენგანს მოძრაობაში “სახელმწიფო ხალხისთვის” გვაერთიანებს არა პირადი კეთილდღეობა და ის, თუ მერამდენე ნომერი ვიქნებით სიაში, არამედ ის იდეები და პრინციპები, რომელიც არის აუცილებელი საქართველოს განვითარებისთვის", - განაცხადა ტატო ჭულუხაძემ.

როგორც ცნობილია, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი თაქთაქიშვილმა და პარტიის რამდენიმე წევრმა თბილისსა და რეგიონებში პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა.