კვირას გამართულ არჩევნებზე რუსეთის მოქალაქეებს პოლიტიკური ალტერნატივა არ ჰქონდათ, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კრემლის გამკაცრებულმა კონტროლმა არჩევნებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ილკა კანერვამ განაცხადა.
„ფუნდამენტური უფლებების საკანონმდებლო შეზღუდვა კვლავ რჩება პრობლემად. თუ რუსეთს სურს დაამტკიცოს, რომ დემოკრატიის ერთგულია, მაშინ საჭიროა მეტი ადგილი დაეთმოს საჯარო დებატებსა და სამოქალაქო აქტივობას“, - განაცხადა კანერვამ.
არჩევნების წინასწარი შედეგებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის შემადგენლობა არ შეცვლილა, მმართველმა „ედინაია რასიამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.