8 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილს, ხადურს და ნარმანიას უფასო შვებულებაში გაუშვებს

8 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილს, ხადურს და ნარმანიას უფასო შვებულებაში გაუშვებს

სიმბოლურია, რომ ივანიშვილის საყვარელი მინისტრი ხადურია, საყვარელი ქალაქის მერი ნარმანია და პარლამენტში საყვარელი ხალხი ბესელია, კობახიძე, ძიძიგური და ა.შ. - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ნოდარ ხადური წარმატებული მინისტრია, თუმცა საზოგადოების ნაწილი იმ დონემდე დავიდა, რომ მას „საჭმელს უთვლიდნენ“.

მაჭავარიანის განმარტებით, იმაზე, თუ რა შედეგი მოიტანა ხადურის ფინანსთა მინისტრობამ, ციფრები მეტყველებს.

„2013 წელს საქართველოს ბიუჯეტმა დაკარგა 730 მილიონი ლარი. იმის გამო, რომ საქართველო გეგმით არ ვითარდებოდა, როგორც ჩვენ გვქონდა დამტკიცებული 2012 წელს, საქართველომ დაკარგა 8 მილიარდი ლარი. საქართველოს ეკონომიკა 2 მილიარდით შემცირდა, ვალები გაიზარდა. ექსპორტი 2011 წელზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს და რუსეთის ე.წ. ბაზარი გახსნილია. 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილს, ხადურს და ნარმანიას უფასო შვებულებაში გაუშვებს,“ - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.