კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ პროკურატურაში დაიბარეს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ პროკურატურაში დაიბარეს

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ პროკურატურაში იმყოფება.

ამის შესახებ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი დგებუაძის ადვოკატმა დავით აბესაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ის პროკურატურაში ამ პროცესზე დაკითხვის შემდეგ მივიდა.

„მერაბიშვილის ცოლმა დაურეკა ერთ-ერთ ახლობელს და უთხრა, რომ ის ითხოვს ადვოკატს. არ ვიცით, დაკავებულია, თუ უბრალოდ კითხავენ. გვინდოდა ეს ინფორმაციის სახით მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, უცნობია მერაბიშვილის პროკურატურაში დაბარება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის თუ სხვა საქმეს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, მერებაშვილი დღეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაიკითხა. მისი თქმით, დათა ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძებნის დავალება მიიღო.