საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე ჩატარდა

საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე ჩატარდა

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ში ჩატარდა.

"საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე", საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღეზე მონაწილეობა საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებმა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ჩართულმა სააგენტოებმა და ფონდებმა მიიღეს.

ასევე, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დელეგაციამ გერმანიიდან, რომლის შემადგენლობაში გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის თანამდებობის პირები შედიოდნენ.

დღის მეორე ნახევარში 16:30 – 18:30 სთ-ის განმავლობაში მოეწყო ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავსი ბილატერალური შეხვედრები (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა გერმანულ დელეგაციას წარუდგინონ ინფორმაცია მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და იმსჯელონ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებზე. 

https://www.youtube.com/watch?v=5OQcLuXTyZ0&feature=youtu.be