მიხეილ სააკაშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე - 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი

მიხეილ სააკაშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე - 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი

უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის შესახებ, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს სოციალურ ქსელში.

როგორც სააკაშვილი თავის გვერდზე წერს, 40 მილიონი, რაც ფილმის გადაღება დაჯდა, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მომხრეებისთვის რომ დაერიგებინა, „მადლი იქნებოდა“.

”ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისთვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისთვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა.

ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა კი, მართლაც, როგორც რუსები იტყვიან ХЕРократия იყო”, - წერს სააკაშვილი.