სოსო ცისკარიშვილი - პირველყოფილი წყობილებიდან დღემდე რაც კი ზეწოლა არსებობდა, ზემწოლი ბოლოს ქვეშმწოლად მოიხსენიება ხოლმე

სოსო ცისკარიშვილი - პირველყოფილი წყობილებიდან დღემდე რაც კი ზეწოლა არსებობდა, ზემწოლი ბოლოს ქვეშმწოლად მოიხსენიება ხოლმე

პირველყოფილი წყობილებიდან დღემდე რაც კი ასეთი ზეწოლები არსებობდა, ზემწოლი ბოლოს ქვეშ-მწოლად მოიხსენიება ხოლმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, რითაც პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მათ საარჩევნო ბლოკზე ზეწოლა მიმდინარეობს.
”პირველყოფილი წყობილებიდან დღემდე, რაც კი ასეთი ზეწოლები არსებობდა, ზემწოლი ბოლოს ქვეშმწოლად მოიხსენიება ხოლმე. სწორედ ამიტომ იქნებ დროულად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაგვამხნევოს. მან 2013 წლის 12 ოქტომბერს ბრძანა ოზურგეთში მისი გამოსვლისას, რომ იგი ტოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და შემდგომი 20 წლის მწყემსვა უნდა საქართველოსი როგორც ნახირის,” - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. 
ზეწოლა ჩემზე და ჩემს მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები, - ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.