თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ევროპის აჩრდილზე მოგვიწევს საუბარი, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ განაცხადა.
როგორც euroline.ge წერს, რენციმ ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით ბრატისლავაში გამართული არაფორმალური სამიტი გაარტიკიდა და აღნიშნა, რომ სამიტი სხვა არაფერი იყო, თუ არა “კარგი კრუიზი დუნაიზე”.
რენცის თქმით, ის არ არის კმაყოფილი ევროსამიტის შედეგებით და ამიტომაც არ გაიზიარა „პოდიუმი მერკელთან და ოლანდთან ერთად“.
„ევროსამიტმა ვერ შეძლო რაიმე არსებითი სიახლის დაგეგმვა, განსაკუთრებით საემიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.