აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორმა მამაკაცმა ნიუ ჯერსის მეტროპოლიტენის სადგურზე, ნაგვის ურნაში საეჭვო ზურგჩანთა შენიშნა, რის შემდეგაც მათ სამართალდამცველები გამოიძახეს.
როგორც ტელეკომპანია NBC იტყობინება, ზურგჩანთაში იყო მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც იმ ბომბის იდენტურია, რომელიც შაბათს ნიუ იორკში, მანჰეტენზე აფეთქდა. 
აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 5 ადამიანი.
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, მომხდარი „ტერორიზმის აქტი“ იყო.