განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ძალადობის პრევენციას - ირაკლი კობახიძე

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ძალადობის პრევენციას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ყველაზე მეტი პროვოკაცია "ნაციონალაური მოძრაობის" მხრიდან, აჭარასა და სამეგრელოში შეინიშნება.
კობახიძე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" წევრებს ჰქონდათ შეხვედრა საკუთარ აქტივისტებთან და მათ შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.
"ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრები რამდენიმე რეგიონში, ბოლოს გვქონდა აჭარაში და სამეგრელოში, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ერთი რამ შეიძლება ითქვას, რაც უკვე ავღნიშნე, განსაკუთრებული კონცენტრაცია "ნაციონალების" მხრიდან შიინიშნება ორ რეგიონში, ეს არის აჭარა და სამეგრელო. მათ შორის, პროვოკაციების კუთხითაც, ამ ორ რეგიონში აქტიურობენ. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მათ შორის აჭარასა და სამეგრელოში და იქ კიდევ ერთხელ ვესაუბრებოდით ჩვენს აქტივისტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, როგორი უნდა იყოს მათი რეაგირება პროვოკაციებზე.
ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ძალადობის პრევენციას", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს კახა კალაძის დახურული შეხვედრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე სავარაუდოდ, ზუგდიდის შტაბის წევრებს მოუწოდებს, მაქსიმუმი გააკეთონ იმისათვის, რომ შესაძლო პროვოკაციები თავიდან აირიდონ.
შეხვედრის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პარტიის გენერალური მდივანი შტაბის წევრებს სთხოვს, აღნიშნული ინფორმაცია გადასცენ ყველას და მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ