ბიძინა ივანიშვილი - ”მაესტრომ” მოახერხა თავის დახსნა და ”კავკასია” კეკლუცობს

ბიძინა ივანიშვილი - ”მაესტრომ” მოახერხა თავის დახსნა და ”კავკასია” კეკლუცობს

”მაესტრო” და ”კავკასია” ფსევდოსახელისუფლებო ტელევიზიები იყო, ”მაესტრომ” მოახერხა თავის დახსნა და ”კავკასია” კეკლუცობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
”მედიათავისუფლების მიხედვით, საქართველო უფრო თავისუფალია, ვიდრე მედია უნგრეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში და ა.შ. 2012 წელს ვიყავით 104-ე ადგილზე. ხელისუფლებას მედიაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ერთადერთი კორპორატიული მედია ჰყავს ”ნაციონალურ მოძრაობას”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ”რუსთავი 2”-ს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გულისხმობდა როგორც მას, ასევე ”ტაბულას” და სხვებს.
”რუსთავი 2” აბსოლუტურად აგრესიულად ეწევა ”ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდას. მედიის მხრივ რა იყო უნდა გავიხსენოთ - პირველივე წერილში ვთქვი, რომ ”მედია ტოტალურად კონტროლდებოდა”. ორი ფსევდოტელევიზია დავასახელე მაშინ და აგრესიული განცხადებები გააკეთეს ”კავკასიამაც” და ”მაესტრომაც”. ”მაესტრომ” მოახერხა თავის დახსნა და ”კავკასია” კეკლუცობს უფრო და აფორმებს უფრო ჩემს შენიშვნებს. არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ აგრესიული გამოსვლები ჰქონდათ. ისინი უფრო ცუდ როლს თამაშობდნენ. 26 მაისს ”მაესტრომ” გადააჭარბა ”რუსთავი 2”-ს, ისე დაუდგა გვერდით ხელისუფლებას”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.