პაატა ბურჭულაძე - ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობი

პაატა ბურჭულაძე - ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობი

ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობი, - ასე ეხმაურება მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე გაზეთ ”კვირის პალიტრის” შეკითხვას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. 

”ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობი, საინტერესო ისტორიებს ვისმენ, თურმე უგულავას ნაჩუქარი საათით დავდივარ, 60 წლის იუბილე სამჯერ გადავიხადე და ა.შ. თავადაც ერთობა, როცა განცხადებებს სხვადასხვა ქალაქიდან აკეთებს. რატომ იწუხებს თავს, იყოს თბილისში და აქედან უპასუხოს ჟურნალისტებს”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძემ ”ქართული ოცნების” მხარდაჭერის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხა მოითხოვა“, მსოფლიო ბანი პასუხობს, რომ ”ეს ხუმრობა იყო - ნახევარი სამეფო მათხოვე, სამნახევარი მილიარდი მინდამეთქი”.

”აბა, ასეთ სიცრუეს სერიოზულად როგორ ვუპასუხო? სხვათაშორის, ის მაშინაც იტყუება, როდესაც ამბობს, პაატა არჩევნების შემდეგ არ მინახავსო. არადა, სწორედ 2012 წლის შემდეგ, ზაფხულში, თავის ზღვისპირა სახლში დამპატიჟა, თუმცა ამას რატომღაც უარყოფს. ამის მოწმე გია ხუხაშვილია, ისიც ჩვენთან ერთად იყო”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.