პაატა ბურჭულაძე - აუცილებელია ხალხი მოვიდეს ჭკუაზე

პაატა ბურჭულაძე - აუცილებელია ხალხი მოვიდეს ჭკუაზე

საარჩევნო ბლოკს „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ სავარაუდოდ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი დატოვებს. აღნიშნული ჟურნალისტებთან საუბრისას თავად პაატა ბურჭულაძემ დააანონსა, რაც ბლოკზე ზეწოლით ახსნა.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდები განცხადების გაკეთებას დღეს, 12:00 საათზე გეგმავენ.

„უნდა ვთქვა, თუ რა ზეწოლა ხდება ჩვენზე. დღე იქნება ბოლო ზეწოლა და ამით მორჩება - ახალგაზრდებიც წამოაყენეს. აი, ნახავთ 12:00-ზე რა იქნება... აუცილებელია ხალხი მოვიდეს ჭკუაზე და აირჩიოს მთავრობა, რომელიც მას გამოადგება. დღევანდელი მთავრობა ღუპავს საქართველოს. მე ზუსტად ამიტომ მოვედი პოლიტიკაში, რომ ეს მეთქვა“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

საარჩევნო ბლოკის ლიდერის განმარტებით, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავენ, „ხათუნა ლაგაზიძის მოყვანილი შვილობილები“ არიან.