დავით ბერძენიშვილი - თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, მტკიცებულებებს წარვადგენთ

დავით ბერძენიშვილი - თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, მტკიცებულებებს წარვადგენთ

თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, მტკიცებულებებს წარვადგენთ, - ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იტყუება.

”მან ჩათვალა, რომ ჭარბი ნდობა აქვს და რასაც იტყვის, სიმართლეა თუ ტყუილი, საზოგადოება დაიჯერებს. ჯერ ერთი, რა ნდობაც უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ტყუილს საზოგადოება არასდროს დაიჯერებს და თანაც, მას საზოგადოებაში ნდობის მხრივაც სერიოზული პრობლემები აქვს. ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტი ჩვენ არ გაგვიხსნია, პირველად მან გახსნა ცეცხლი, როდესაც მის მიერ წარმატებულ მნიშვნელოვან ფიგურად აღირებული უსუფაშვილი გააკრტიკა. მეტიც, ერთი-ორჯერ უსუფაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. იმედი მაქვს, ამას მალე გაიაზრებს და ბოდიშსაც მოიხდის”, - განაცხდა ბერძენიშვილმა

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი კარგი კაცი და ქველმოქმედი იყო, მაგრამ პოლტიკაში ბევრი შეცდომა დაუშვა.

”ვიმეორებ, ფრონტის ხაზი ჩვენ არ გაგვიხსნია. არც იმას ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდი ადამიანია. ის კარგი კაცი და ქველმოქმედი იყო, მაგრამ პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს იმაზე დიდხანს შერჩა, ვიდრე უნდა ყოფილიყო - 7 ნოემბრის შემდეგაც კი მასთან ურთიერთობას ახერხებდა. ჩვენ კი რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ სააკაშვილის უვარგისობა დაგვენახა. მიუხედავად ამისა, 2012 წელს ერთობლივი ძალებით სააკაშვილი დავამთავრეთ, თუმცა ივანიშვილი ცდილობს, 2016 წელსაც მასთან ვირტუალური ბრძოლა განაახლოს”, - აღნიშნა მან.

დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ის შეხვედრაც გაიხსენა, როდესაც ივანიშვილმა დავით უსუფაშვილს პრემიერ-მინსიტრობა შესთავაზა.

”დეტალურად აგიხსნით - 2015 წლის თებერვალში ივანიშვილმა მე და უსუფაშვილს დილის ცხრა საათზე შეხვედრა დაგვინიშნა. როდესაც მივედით, გვითხრა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავით უსუფაშვილს გთავაზობთო. ჩვენი უარის მიზეზი კი ის იყო, რომ ივანიშვილისგან პროცესებში ფორმალურად დაბრუნებაზე ნეგატიური პასუხი მივიღეთ. თუ ივანიშვილი პოლიტსაბჭოში არ დაბრუნდებოდა, არაფორმალური მმართველობა უსუფაშვილის პრემიერობის პირობებშიც გაგრძელდებოდა, რაც პროცესებს ისევ ჩიხამდე მიიყვანდა. ვერც ”ქართული ოცნების” განახლება და კოალიციისთვის ევროპული ელფერის შემატება მოხერხდა, რაც კოალიციის დაშლით დასრულდა. ხაზგასმით ვაცხადებ, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, საზოგდაოებას მტკიცებულებებს წარვუდგენთ”, - განმარტა ბერძენიშვილმა. 

ბერძენიშვილი თქმით, არსებობს მიმოწერები და სხვა ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ, ივანიშვილი კი იტყუება.

”ეს თავადაც კარგად იცის, თუმცა ვერ ამოვხსენი, რას ემსახურება ყოფილი პრემიერის ჩვენი მოსამართით დაწყებული ანტიკამპანია”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.