სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავეს

სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 40 უცხოელი დააკავეს

სტამბოლში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში თურქმა სამართალდამცველებმა 40 უცხოელი დააკავეს. ყველა მათგანი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი.

როგორც ადგილობრივი პრესა წერს, დაკავებულები აზერბაიჯანის, ირანის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან, რომელთა ნაწილი სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ 23 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარა.