ტექნოპარკში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT - ის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგა

ტექნოპარკში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT - ის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგა

19 სექტემბერს, 9:30- 12:00 საათამდე,  ტექნოპარკში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT - ის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით,  ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სავაჭრო მისია გაიმართება.

  ღონისძიების ფარგლებში, ლიტვურ და ქართულ IT კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას სტარტაპებისა და ორივე ქვეყანაში ტექნო-ინდუსტრიის განვითარების შესახებ.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასი.

ღონისძიებაზე  ქართულ IT კომპანიებს  6 უმსხვილესი ლიტვური IT კომპანია შეხვდება. რომელთა გუნდი მაღალპროფესიონალური ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული.

პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა ქართულ და ლიტვურ IT კომპანიებს მისცემს  საშუალებას გაუზიარონ როგორც საკუთარი გამოცდილება, ასევე მიიღონ მათგან საჭირო ინფორმაცია მათი გამოცდილებისა და ინდუსტრიული სიახლეების შესახებ. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ორივე ქვეყნის ტექნო-ინდუსტრიის განვითარებას.

სტარტაპებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნო-ინდუსტრიის შესახებ უცხოური გამოცდილების მიღება, ეს  გახდის  მათ საქმიანობას ინოვაციურს და  საბოლოო ჯამში გაიზრდება დამწყები ბიზნესმენების პოტენციალი, მოიპოვონ წარმატება  საერთაშორისო ბაზარზე.

„ჩატარებული სავაჭრო მისიის შედეგად  ტექნო-ინდუსტრიის სფეროში სიახლეების დანერგვა და სფეროს განვითარება საშუალებას მისცემს IT სპეციალისტებსა და დეველოპერებს ეფექტიანად გამოიყენონ  სიახლეები, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს. უცხოელი პარტნიორების ცოდნის გაზიარება საქართველოსთვის, ქვეყანაში მომავლის პროფესიების განვითარებას უწყობს ხელს. სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლის გარანტიაა“. - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ირაკლი ქაშიბაძე