მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს

მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაში მონაწილეობს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ასევე დაგეგმილია ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება. 

საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სესიის ფარგლებში გაერო-ს წევრი ქვეყნებისა და გაერო-ს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებებში. მინისტრი ასევე შეხვდება გაერო-ში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ დირექტორებს, გაერო-ს ცალკეული ინსტიტუტებისა და სხვადასხვა რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.