რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში 54.28 %-ით მმართველი პარტია ლიდერობს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში 54.28 %-ით მმართველი პარტია ლიდერობს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 54.28 %-ით ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 80 %. 

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე მეორე ადგილს, ხმების 13.61 %-ით კომუნისტური პარტია იკავებს. მას 13.37 %-ით მოსდევს „ლიბერალ დემოკრატიული პარტია“, მეოთხე ადგილზე კი 6.17 %-ით პარტია „სპრავედლივაია რასია“ იმყოფება. 

5 %-იანი ბარიერი სხვა ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახა.