ბარაქ ობამა აფროამერიკელებს კლინტონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ბარაქ ობამა აფროამერიკელებს კლინტონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა აფროამერიკელებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ჰილარი კლინტონს მისცენ. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ობამამ განაცხადა, რომ თუ ისინი ხმას კლინტონს არ მისცემენ, ამას პირად შეურაცხყოფად მიიღებს.
მომხრეების წინაშე გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენებში არ არის, მაგრამ ჰილარი კლინტონი მისი საქმის მემკვიდრე იქნება.
ამერიკის პრეზიდენტმა რესპულიკური პარტიიდან ოპონენტებს უსაყვედურა, რომ საკუთარი რიტორიკით სხვადასხვა უმცირესობისთვის ხმის მიცემის პროცესს ართულებენ.