მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის მქონე მამაკაცი შევიდა და აფეთქებით იმუქრება.
ria.ru-ს ცნობით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ.
ცნობისთვის, დღეს, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.