“ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს”

“ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს”

წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა იოანე ნათლისმცემლის მშობლების მაგალითი მოიყვანა, როგორც განსაცდელის დაძლევის შემთხვევა. უწმინდესის თქმით, განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისაგან, რათა ადამიანის გრძნობებისა და რწმენის გამოცდა მოხდეს.

”ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს და გამოცდას. ასეთი განსაცდელი ჰქონდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, როდესაც არ ჰყავდათ მათ შვილი და თითქოს იმედი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ უფალმა მოიღო წყალობა მათზე და ეყოლა წმინდა იოანე ნათლისმცემელი.

განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისგან. გამოცდის ადამიანს და ჩვენს რწმენასა თუ მოთმინებას. გამოცდა ადამიანებისაგან, ბოროტი ძალისაგან.

ერთ ამერიკელ მწერალს აქვს აღწერილი ძალიან მძიმე გამოცდა. დედა ორი შვილით ზღვის ნაპირზე იმყოფებოდა. მოხდა ისე, რომ დიდი ტალღა წამოვიდა მათზე და სამივე მათგანი ზღვაში აღმოჩნდა. იქვე ახლოს იყო მცენარე, ხე. დედას შეეძლო მოეკიდა ხელი ამ ხისთვის და გადარჩენილიყო. მექანიკურად დედამ გაუშვა უფროს შვილს ხელი და ტალღამ წაართვა უფროსი შვილი. დედამ მოკიდა ხელი ხეს და ეძახდა შვილს, თუმცა ვეღარ დაიბრუნა.

დედას ეგონა, რომ შვილი დაიღუპებოდა, თუმცა ზღვამ გამორიყა ნაპირზე და გადარჩა შვილი. შემდეგ ამ მწერალს აღწერილი აქვს, რომ სამივე შეხვდა ერთმანეთს და უფროსი შვილი ეკითხება დედას, თუ რატომ გამიშვი ხელიო. დედას პასუხი არ ჰქონდა.

ასეთი შემთხვევები ბევრია ადამიანის ცხოვრებაში და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაძლევს გამოცდას. ღმერთი აძლევს ადამიანს სიბრძნეს, ძალას, გონებას და სიყვარულს, რომ დაძლიოს ეს გამოცდა”, - განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.