ვიტალი ჩურკინი:    რუსეთსა და აშშ-ს შორის დადებული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

ვიტალი ჩურკინი: რუსეთსა და აშშ-ს შორის დადებული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. განცხადება ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულებისას გააკეთა. დიპლომატის განმარტებით, ამის მიზეზი ქალაქ დეირ-ეზ-ზორის სიახლოვეს მდებარე სირიის სახელისუფლებო ძალების პოზიციებზე იერიშის მიტანა გახდა.

ჩურკინის თქმით, ვაშინგტონმა დამასკოს წინაშე სამი წლის წინ სირიაში სამხედრო ოპერაციების დაწყებისას აღებული ვალდებულება დაარღვია.

რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განმარტებით, მოსკოვში ეჭვის თვალით უყურებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის სახელისუფლებო ძალების პოზიციების დაბომბვა შემთხვევით მოხდა. მისი თქმით, მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას.