“ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

“ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურტურამ “ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს, ოლგა ჩურკანოვას ბრალი წაუყენა.

ამის შესახებ 2030.news-ს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, საქმე აღძრულია  125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

როგორც პროკურატურაში განმარტეს, ჩურკანოვა დაკავებული არ არის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი, სასამართლოს უახელოს პერიოდში მიმართავენ.

ბარლის წაყენება მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. გამოიძების ინფრომაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამი მივიდა და შელაპარაკების შემდეგ კომისიის დროებით წევრს “ქართული ოცნებიდან” ელგა ცანავას და კომისიის მდივანს ნინო დანელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.