ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მინაწილეობა და საკუთარი არჩევანი სოხუმში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანში დააფიქსირა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ბესლან ბარციცმა და ვიცე-პრემიერმა, ბესლან ეშბამ მიიღეს.
"რუსეთი ჩვენი მთავარი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორია, აქედან გამომდინარე, აფხაზეთი რუსეთის განვითარდებაზე დიდწილადაა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, აფხაზეთის მოსახლეობა აქტიურად გამოავლენს თავის მოქალაქეობრივ ვალდებულებას",- აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა.
ცნობისთვის, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზთის მასშტაბით, 9 საარჩევნო უბანი მოქმედებს.