პრემიერ-მინისტრი მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას  გამოთქვამს

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული მოქანდაკის - მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.

მემკვიდრეობა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები საუკეთესოდ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს უმთავრეს ღირებულებებს.

სამძიმარს ვუცხადებ ბატონი მერაბის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს",-ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.

მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.