საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდა

მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, გუშინ, ქართველთა გამარჯვებით 84-90 დასრულდა.

საზქართველოს ნაკრებს მინიმუმ 3 ქულით მოგება სჭირდებოდა, რათა ჯგუფში პირველი ადგილით გასულიყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.

ილიას ზუროსის გუნდიდან ქულების მიხედვით გამორჩეული დიქსონი იყო, რომელმაც 31 ქულას მოუყარა თავი.

ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ზაზა ფაჩულია გახდა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა.