ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 6 თვეში ევროკავშირის განვითარების დეტალურ გეგმას წარადგენენ

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 6 თვეში ევროკავშირის განვითარების დეტალურ გეგმას წარადგენენ

ევროკავშირის ლიდერები ბრატისლავაში გამართულ არაფორმალურ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ 6 თვეში ევროკავშირის განვითარების დეტალურ გეგმას წარადგენენ.

„ბრატისლავაში შევთანხმდით, რომ უახლოეს თვეებში ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის მიმზიდველი მოდელის შესახებ ჩვენს ხედვას გავაცნობთ, რომელსაც შეუძლიათ ენდონ და მხარი დაუჭირონ“, - ნათქვამია სამიტის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.

როგორც მოსალოდნელია, აღნიშნულ გეგმას წარადგენენ მომავალი წლის მარტში, რომში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთმა ქვეყანამ ჩვენი რიგების დატოვება გადაწყვიტა, ევროკავშირს ჩვენთვის ალტერნატივა არა აქვს“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.