დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის არმიის შექმნის იდეას იქამდე დაბლოკავს, სანამ ევროკავშირის შემადგენლობას არ დატოვებს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის არმიის შექმნის იდეას იქამდე დაბლოკავს, სანამ ევროკავშირის შემადგენლობას არ დატოვებს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის არმიის შექმნის იდეას იქამდე დაბლოკავს, სანამ ევროკავშირის შემადგენლობას არ დატოვებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა გამოცემა The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები ვართ და შევეწინააღმდეგებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ნატო-ს კონკურენტის შექმნას გულისხმობს“, - განაცხადა მაიკლ ფელონმა.

როგორც The Times-ი წერს, გუშინ, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის იდეაზე იმსჯელეს.

გამოცემის ცნობით, უკვე მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკომისია ოფიციალურად წარადგენს შესაბამის ინიციატივას, ხოლო ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ შეთანხმების გაფორმება მომავალი წლის ივნისში იგეგმება.