დღესაც

დღესაც "ქართული ოცნების" პროგრამაში წარმოდგენილი ღირებულებების ერთგული ვარ

გიორგი მარგველაშვილი  რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ იმ ღირებულებების ერთგული რჩება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს პროგრამაში წარმოადგინა.

"ტვ პირველის" ეთერში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გასარჩევი არ არის, თუ ვინ გადაუხვია ამ ღირებულებებიდან.

"მე არ დავიწყებ "ოცნებაზე" ლაპარაკს, მაგრამ გეტყვით პროგრამის შესახებ - იმ პროგრამის და იმ ღირებულებების ერთგული ვიყავი 2012 წელს და ამ ღირებულებების ერთგული ვარ დღესაც. პროგრამაში ის ღირებულებები და ხედვა იყო დაფიქსირებული, რომელიც მიმაჩნია, რომ სწორია.

ვინ გადაუხვია ამ ღირებულებებიდან, ეს ჩემი გასარჩევი არ არის. "ქართული ოცნების" პროგრამაში წარმოდგენილ ღირებულებებთან მიმართებაში წყვეტა არ მაქვს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.