როდესაც მეგობარი ქვეყნის თანამდებობის პირი აგრესიული რიტორიკითაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში, პოზიტიური არ არის

როდესაც მეგობარი ქვეყნის თანამდებობის პირი აგრესიული რიტორიკითაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში, პოზიტიური არ არის

როდესაც ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი აგრესიული რიტორიკით არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ეს არ არის პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ”ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

”მე ვფიქრობ, რომ უკრაინულ-ქართული ურთიერთობებისთვისაც ეს პრობლემურია. რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი და იმიტომ, რომ არსებობს სამართალდამცავების მიერ დასმული კითხვები, რომლებსაც მან არ უპასუხა. ეს თავისთავად დაძაბულობის შემომტანია. ამ დაძაბულობის შემოტანა არ არის საჭირო”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნებს ხალხი უყურებს, როგორც სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას.

”ჩვენ შევეჩვიეთ, რომ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც კატასტროფულ მოვლენას, გადავრჩებით თუ არა, ვუყურებთ როგორც სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას და ამ დროს არჩევნები არის მცდელობა, რომ ჩვენ უკეთესი ხელისუფლება გვყავდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.