დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელლონის განცხადებით, ვიდრე ინგლისი ევროკავშირის ოფიციალური წევრია, ქვეყანა ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის წინააღმდეგი იქნება.
აღნიშნული განცხადება მაიკლ ფელონმა გაზეთ The Times-თან გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ბრატისლავაში, ევროკავშირის სამიტზე "ერთნიანი შეიარაღებული ძალების" შექმნის იდეა გაჟღერდა.
ბრიტანული გაზეთის ინფორმაციით, ევროკავშირის ფარგლებში, "ერთნიანი შეიარაღებული ძალების" შექმნის შეანხმებაზე ხელმოწერა 2017 წლის ივნისში იგეგმება.