წლის საუკეთესო მეცნიერის დაჯილდოვება

წლის საუკეთესო მეცნიერის დაჯილდოვება

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის 2016 ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აჯილდოვებს წლის „საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფსთვის“ კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერების.

წელს პირველად გამოცხადდა კონკურსი ,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ . კონკურსი  მიზნად ისახავს საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისებას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.

ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.

2016  წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცა ოთხ კატეგორიაში:

ა) ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი (პრიორიტეტი ენიჭება რუსთველოლოგიას);

ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;

გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი;

დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.

ჯილდოს მფლობელები გახდნენ :

ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერი  - ჯონ გრემი

2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი -  ივანე აბიათარი

2016 წლის საუკეთესო მეცნიერი  -  ბეჟან ჭანკვეტაძე

2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი

ვალდიმერ ელისაშვილი

აზა კობახიძე

მიხეილ ასათიანი

ევა ქაჩლაშვილი

https://www.youtube.com/watch?v=jruKdN8sH04&feature=youtu.be