ირაკლი ხახუბია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ხახუბია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ქალაქის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფოთის თეატრს, სახელოვნებო სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი დაფინანსება სჭირდებდათ. შეხვედრის მონაწილეები ხელფასების ზრდის პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. როგორც ხახუბიამ აღნიშნა, 2017 წლისთვის ხელფასების ეტაპობრივი ზრდაა დაგეგმილი. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ფოთში ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.