ზაზა პაპუაშვილი:  განათლების სისტემაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება

ზაზა პაპუაშვილი: განათლების სისტემაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნებიდან“ დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ზაზა პაპუაშვილი წერეთლის ქუჩის N103-ში მცხოვრებლებს შეხვდა.

ამომორჩევლები ძირითადად განათლების საკითხებით დაინტერესდნენ. ზაზა პაპუაშვილი მათ განათლების მინისტრისა და პარტია "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. „განათლების სისტემაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება, მათ შორის ის სიახლეები, რომლებიც ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდები მიიღებენ ისეთ ცოდნას, რომ შეძლონ სიძნელეებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კუთხითაც სერიოზული პროგრამებია დაგეგმილი, რაზეც უკვე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა. ასე რომ, განათლების კუთხით ბევრი საინტერესო სიურპრიზი გველოდება“,- აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა.