თბილისში ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში ორი ბანკის ფილიალი ერთდროულად დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში მდებარე სავაჭრო ცენტრში მდებარე ბანკების ფილიალებში 2 ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც ფული წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თავდასხმისას ისმოდა სროლის ხმაც.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.