დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ფერმაში გზების რებილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ფერმაში გზების რებილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

„ქართული ოცნებიდან“ კასპის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ფერმაში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სოფელ ფერმაში ძირითადად აზერბიაჯანელები ცხოვრობენ. „პროექტი ხორციელდება ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სასიხარულოა, რომ მოსახლეობა ისარგებლებს კეთილმოწყობილი გზით. ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.