გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ

გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა  ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლები, გელსუნდას, თმოგვის, ნაქალაქევის, თოკის, ვარგავის, ხიზაბავრას და საროს მცხოვრებელებს შეხვდნენ.

გედევან ფოფხაძემ ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნი და ოთხწლიან მიღწევებზე ისაუბრა. „მთის კანონი, რომელითაც მაღალმთიან სოფლები ისარგებლებენ, ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.